ირაკლი კობახიძე – ევროპულმა ბიუროკრატიამ სიცრუის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, რაც ძალიან სამწუხაროა, ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულებაა

15:19, 14.07.2026

დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. ეუთო-ს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს.

„სწორედ ეს პრობლემები ქმნის, საბოლოო ჯამში, მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში როგორც იდენტობის კუთხით – თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში იდენტობის შენარჩუნების კუთხით – ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის, ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებსაც ვხედავთ ევროპის მასშტაბით“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი