ირაკლი კობახიძე - ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად
ირაკლი კობახიძე - ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად

ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას: „ოპონენტების განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხი კანდიდატის სტატუსის ჩასაგდებად წამოიწყეთ და აზიანებს ევროინტეგრაციას, პასუხისმგებლობას თუ იღებთ დაზიანებაზე?“

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, რომ მხოლოდ ფორმალურად სრულდება ევროკავშირის მოთხოვნები.

„სწორედ ამას ჰქვია სინამდვილეში საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი და მისი დღის წესრიგი, რაც პირდაპირ თანხვედრაშია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგთან. მათ შორის, მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევაც არის ამ საბოტაჟის მორიგი გამოხატულება. სწორედ იმიტომ არღვევს უხეშად კონსტიტუციას, რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებით განახორციელოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით.

ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ სახელმწიფო უნდა ფუნქციონირებდეს, პირველ რიგში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში და სახელმწიფოს მეთაურად წოდებული თანამდებობის პირი არ შეიძლება, არღვევდეს ქვეყნის ძირითად კანონს. სწორედ კონსტიტუციის დარღვევა არის ევროპული მომავლის საბოტაჟი და საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, არის სწორედ ევროპული მომავლის საბოტაჟი“, – აღნიშნა კობახიძემ.