ირაკლი კობახიძე -„ევროპის სახალხო პარტიაში“ გაერთიანებულია დანაშაულებრივი „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი
ირაკლი კობახიძე -„ევროპის სახალხო პარტიაში“ გაერთიანებულია დანაშაულებრივი „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი

სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ არის ცნობილი იმით, რომ მოქმედებს არასწორი პრინციპით – ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია, ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი.

„ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ „ევროპის სახალხო პარტიაში“ არის გაერთიანებული ორი დანაშაულებრივი პოლიტიკური გაერთიანება „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ეს ორი პარტია არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი. მათ წევრობას აქვს გავლენა. სამწუხაროდ, „ევროპის სახალხო პარტია“ არის ცნობილი იმით, რომ მოქმედებს არასწორი პრინციპით და ეს არის ის, რომ ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ ჩემი ცუდი ბიჭია, ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა სამწუხაროდ საერთაშორისო პოლიტიკაში. „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ ყველაზე მეტად არის დამახასიათებელი ეს პრინციპი – იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის მათი ცუდი ბიჭი. უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მათი დამნაშავეები არიან. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ფეიკი, რომელიც ხმოვანდება ლობისტების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარებმა – ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს.