ირაკლი კობახიძე – ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია

13:45, 10.09.2026

ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სთან, ეს უცნაურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-თან.

„ძალიან უცნაურია ასეთი ინიციატივები. ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაზე, მათ შორის, აშშ-თან. სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დალაგებაზე უნდა იყოს მიმართული მათი მთელი ყურადღება, თუმცა მათი ყურადღება არის გადატანილი პირიქით, კონფლიქტების გაღვივებისკენ და არა კონფლიქტების დარეგულირებისკენ, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი