ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ლიდერებმა გამოხატეს ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, დიდი იმედი გვაქვს, წევრობის შემდეგი საფეხური რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის ლიდერებმა გამოხატეს ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, დიდი იმედი გვაქვს, წევრობის შემდეგი საფეხური რეალიზებული იქნება წლის ბოლომდე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.

„შეხვედრებმა, ამ ორმა დღემ რეალურად აჩვენა, რომ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, ტენდენცია არის ძალიან კარგი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.