ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი ვადა ნიშნავს გაწევრიანების გაუფასურებას, ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად

12:32, 24.11.2026

ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.

„ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას. ამას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებენ ახალ წევრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

მსგავსი