ირაკლი კობახიძე – ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება უილსონის დონეზე ზემოთ

12:41, 13.07.2026

ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.

„ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი