ირაკლი კობახიძე - ეუთო-ს რეკომენდაციებს ზედმიწევნით შევისწავლით და მხედველობაში მივიღებთ
ირაკლი კობახიძე - ეუთო-ს რეკომენდაციებს ზედმიწევნით შევისწავლით და მხედველობაში მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს მადლობას უხდის.

როგორც პარლამენტის სპიკერმა, პლენარული სხდომის დაწყებისას განაცხადა, ის განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნო ეუთო-ს რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით.

„მინდა ზოგადად, მათ მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. ეს არის პირველ რიგში ჩვენი პასუხისმგებლობა, პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს აღნიშნული ფუნქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უნდა განხორციელდეს ცვლილებები, რომლებიც არის საჭიროა უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

„შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ პირობა რომ ეუთო-ს შესაბამისი რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესწავლილი და მხედველობაში მიღებული. მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ჩვენს კანონმდებლობაში ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.