ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ეხებოდა სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას​, თუმცა ამის შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები
ირაკლი კობახიძე - ეუთო/ოდირის რეკომენდაცია ეხებოდა სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას​, თუმცა ამის შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეუთო/ოდირის ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა სიძულვილის ენასა და ქსენოფობიას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იყო რეკომენდაცია, რომ უფრო მეტი სიცხადე ყოფილიყო შეტანილი ამ კუთხით საარჩევნო კოდექსში.

„ჩვენ შესაბამისი ფორმულირება შევიმუშავეთ, რათა შეგვესრულებინა ეუთო/ოდირის მეოთხე რეკომენდაცია, თუმცა ამ რეკომენდაციის შესრულების წინააღმდეგ წავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ნახევრად ხუმრობით უნდა აღვნიშნოთ, რომ გაიმარჯვა სიძულვილმა და ქსენოფობიამ, დამარცხდა ის რეკომენდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო ეუთო/ოდირის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.