ირაკლი კობახიძე - ერთი თვე საკმარისი დრო იყო, რომ ეუთო/ოდირ-ი ჩამოსულიყო, თუმცა გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარეს საქართველოში, მესმის, რომ მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ
ირაკლი კობახიძე - ერთი თვე საკმარისი დრო იყო, რომ ეუთო/ოდირ-ი ჩამოსულიყო, თუმცა გამოწვევების გათვალისწინებით, რაც გამოიარეს საქართველოში, მესმის, რომ მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ

რეალურად, ერთი თვე საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ეუთო/ოდირ-ი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა, იმ გამოწვევების გათვალისწინებით – შეურაცხყოფა, ათასი უბედურება – რაც გამოიარა ეუთო/ოდირ-მა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირ-ის მოწვევა არის ჩვეულებრივი პრაქტიკა.

„არის ჩეხეთის მაგალითი, ერთი თვით ადრე იყო ზუსტად, 2-ში მოიწვიეს. მისიის ანგარიშში წერია სწორედ, რომ ელოდებოდნენ მოწვევას, მოსალოდნელ მოწვევას უკავშირდებოდა, მოწვეული არ იყო. მინდა, შეგახსენოთ, რომ როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2008 წლის 5 იანვარს, 2007 წლის 6 დეკემბერს მოიწვიეს, ერთი თვე ეყო მაშინ ეუთო/ოდირ-ს. ამიტომ აქ სასპეკულაციო საერთოდ არაფერია. რეალურად, საკმარისი დრო იყო ერთი თვე იმისთვის, რომ ეუთო/ოდირ-ი ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა იმ გამოწვევების გათვალისწინებით – შეურაცხყოფა, ათასი უბედურება – რაც გამოიარა ეუთო/ოდირ-მა საქართველოში, მე მესმის, რომ მათ მაინცდამაინც მაღალი მოტივაცია არ ჰქონდათ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.