ირაკლი კობახიძე - ერთი რამ არ ექვემდებარება გადახედვას, განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო განათლება, დანარჩენზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ
ირაკლი კობახიძე - ერთი რამ არ ექვემდებარება გადახედვას, განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო განათლება, დანარჩენზე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ

ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ განათლების სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით მზად არის შეხვედრებისთვის და განხილვებისთვის.

„რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებს, დეტალებთან დაკავშირებით მზად ვართ სასაუბროდ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც მზად ვართ შეხვედრებისთვის. არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება, ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში, ამას ვერ გადავხედავთ, ყველაფერი დანარჩენი, შეგვიძლია, გავხადოთ მსჯელობის საგანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.