ირაკლი კობახიძე - 2019 წელს ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა შემომთავაზა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა, ტაქტიკურად არასწორი პასუხი რომ გამეცა, შეიძლება, უმძიმეს პრობლემებში გამეხვია ქვეყანა, ამიტომ არის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე საჭირო მთავრობის თანხმობა
ირაკლი კობახიძე - 2019 წელს ერთ-ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა შემომთავაზა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა, ტაქტიკურად არასწორი პასუხი რომ გამეცა, შეიძლება, უმძიმეს პრობლემებში გამეხვია ქვეყანა, ამიტომ არის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე საჭირო მთავრობის თანხმობა

ერთ-ერთი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირმა შემომთავაზა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა, ტაქტიკურად არასწორი პასუხი რომ გამეცა, შეიძლება, უმძიმეს პრობლემებში გამეხვია ქვეყანა, ამიტომ არის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე საჭირო მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ საკონსტიტუციოს სასამართლოში განაცხადა, აუცილებელია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების შესრულებისას მთავრობის მიერ ნებართვა იყოს გაცემული.

„ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია მოვიყვანო მაგალითი. ერთი-ერთი სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მქონდა შეხვედრები, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, 2019 წელს. ერთ-ერთმა მათგანმა შემომთავაზა ერთობლივი საჯარისო შენაერთის შექმნა და მეორემ შემომთავაზა ვიღაცისთვის სანქციების დაწესება. მე რომ იქ არასწორი პასუხი გამეცა, რომ შევყოლოდი ამ დისკუსიას, გარეთ გამოვიდოდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები და ბრიფინგზე განაცხადებდნენ, რომ ჩვენ ვიმსჯელეთ სანქციების დაწესების და ვიმსჯელეთ ერთობლივი საჯარისო შენაერთების შექმნის საკითხზე. მე არ შევყევი ამ დისკუსიას და ამის გამო რეალურად დავაზღვიე სერიოზული რისკი. საბოლოო ჯამში, მაინც თქვეს რაღაც, მაგრამ თქვეს მხოლოდ ის, რომ შევთავაზეთო. ამით მინდა ჩვენება იმის, რომ მე რომ ოდნავ განსხვავებული, ტაქტიკურად არასწორი პასუხი გამეცა, შეიძლება, უმძიმეს პრობლემებში გამეხვია საკუთარი ქვეყანა. ამიტომ არის ნებისმიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე საჭირო მთავრობის თანხმობა. ტაქტიკაზეც პასუხისმგებელი მთავრობაა, ყველაფერზე, რაც უკავშირდება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას“, – განაცხადა კობახიძემ.