ირაკლი კობახიძე - ერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ, სულ მცირე, პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, კულტურის თვალსაზრისით მაგალითის მიმცემი იყოს, სამწუხაროა, რომ კითხვებს გაექცა
ირაკლი კობახიძე - ერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ, სულ მცირე, პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, კულტურის თვალსაზრისით მაგალითის მიმცემი იყოს, სამწუხაროა, რომ კითხვებს გაექცა

ერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ, სულ მცირე, პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, კულტურის თავალსაზრისით მაგალითის მიმცემი იყოს. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების კითხვებს როცა გაურბის, ეს არის კულტურული მაგალითი, რომელიც პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს? ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კითხვებს გაექცა.

„დღეს ვახსენე განსხვავებულ აზრში მოტანილი სიტყვები, რომ პრეზიდენტი წარმოუდგენიათ, როგორც ერის სინდისი. ერის სინდისის რა მოგახსენოთ, მაგრამ სულ მცირე, პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ მაგალითის მიმცემი იყოს კულტურის თავლსაზრისით სხვა ადამიანებისთვის. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი, ასეთ კულტურას აჩვენებს სხვებს, იქ საერთოდ რაზეა საუბარი, როდესაც ის გაურბის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მიერ დასმულ კითხვებს, ეს არის ის კულტურული მაგალითი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა უნდა აჩვენოს სხვა ადამიანებს? რა თქმა უნდა, ეს არ არის ის კულტურა, რომლის გამოვლენაც მართებს საქართველოს პრეზიდენტს.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი გაექცა კითხვებს. კითხვები ეხებოდა იურიდიულ თემებს, მაგრამ ასევე ეხებოდა ისეთ საკითხებს, რომლებიც არის საგანგებო, ეროვნული მნიშვნელობის, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ბატონი მამუკა მდინარაძის კითხვა ეხებოდა ევროკავშირში ინტეგრაციას. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს კითხვაზე, საქართველო არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. როდესაც სალომე ზურაბიშვილი გაურბის ამ შეკითხვას, ეს ხომ არის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც დანარჩენი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს კანიდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა, დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.