ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება
ირაკლი კობახიძე - ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, ათწლიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის გენერაცია 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება

ენერგეტიკის სფეროში რეფორმები ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმების შედეგად დღეს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია თუ არის 4 800 მგვტ, არცთუ ისე შორეულ, ათწლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე. ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროშიც და თქვენ იცით, რომ განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა ამ სფეროში. შედეგად, ჩვენ ველოდებით იმას, რომ დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე არცთუ ისე შორეულ პერსპექტივაში, ათწლიან პერსპექტივაში. რაც შეეხება გაზიფიკაციის საკითხებს, ეს საკითხები სათანადოდ არის მოწესრიგებული, კომუნალური სერვისები სათანადოდ არის მოწესრიგებული, ჩვენ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეფორმებსაც აქტიურად ვახორციელებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.