ირაკლი კობახიძე – ელენე ხოშტარიას სასამართლომ შეუფარდა გირაო, მაინცდამაინც უნდა, რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა, დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ

18:32, 18.09.2025

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში, ისევე როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის, შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავის ჰქონდა განზრახული ელენე ხოშტარიას დაპატიმრება.

„სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა – მაინცდამაინც უნდა, რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი