ირაკლი კობახიძე - ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი რურუა საერთოდ არ ხსენებულა
ირაკლი კობახიძე - ელჩებთან დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი რურუა საერთოდ არ ხსენებულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი რურუა არავის არანაირი ფორმით და კონტექსტით არ უხსენებია.

„საერთოდ არ ხსენებულა რურუა დღევანდელ შეხვედრაზე, არანაირი ფორმით და არანაირი კონტექსტით. სამაგიეროდ, ყველა ხედავს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა სრულად შესრულდეს ის შეთანხმება, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამისგან ოპოზიცია თავს იკავებს და ეს მათი პასუხისმგებლობაა“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

კერძოდ, როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ სპეციალურ ზომებზე, რომლებიც არჩევნებზე, პანდემიიდან გამომდინარე უნდა იყოს მიღებული.

შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა.