ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს ეხმაურება.

„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო ასწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ 2025 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.