ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურმა თავის ძალიან მძიმე ტვირთს მიხედოს, ეს არის უცხოელი აგენტის ტვირთი
ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურმა თავის ძალიან მძიმე ტვირთს მიხედოს, ეს არის უცხოელი აგენტის ტვირთი

ეკა გიგაურმა თავის მძიმე ტვირთს მიხედოს, ეს არის უცხოელი აგენტის ტვირთი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ინტერვიუსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ფასები ქვეყანაში შემოსული რუსების გამო იმატებს.

„ერთი მხრივ, ვიღაცები გვაბრალებენ, რომ ეკონომიკური ზრდა მხოლოდ რუსეთიდან შემოსული ადამიანების დამსახურებაა, ახლა ინფლაცია დააბრალეს რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს. რეალურად, ეკა გიგაურმა თავის ძალიან მძიმე ტვირთს მიხედოს, ეს არის უცხოელი აგენტის ტვირთი. ყველა განცხადებას აკეთებს სწორედ უცხოელი აგენტის ტვირთით. მან ძალიან მძიმე ხვედრი აირჩია. სამწუხაროდ, ასეთი ხვედრიდან გასვლა შეუძლებელია ხოლმე. ადამიანურად დიდ სინანულს გამოვთქვამ ამ ადამიანის ხვედრის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.