ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს აქციები
ეკა ბესელიას შეუძლია, შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას განცხადებას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტთან აქციების დაწყებას არ გამორიცხავს.
ამასთან, ირაკლი კობახიძე დღეს „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებას გამოეხმაურა და აღნიშნა:„შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები, რომლებიც რაღაცებზე გვედავებიან, არ აქვთ არანაირი პრინციპები“.