ირაკლი კობახიძე - ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან
ირაკლი კობახიძე - ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან

ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით.

„ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ არ იქნება რიგგარეშე და ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგის კუთხით, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა. მათაც არ აწყობთ. უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ოპოზიცია ვერ შეჯერდა. ამაზეც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი