ირაკლი კობახიძე ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა

18:49, 11.09.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა, სქემ-მონაზონმა ვალერია სხილაძემ უმასპინძლეს.

სასულიერო პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ. მონასტერი 2018-2019 წლებში აშენდა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი