ირაკლი კობახიძე - ჟურნალისტმა ნანა ჟორჟოლიანმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედას სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში გამძლეობა უსურვა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე 
ირაკლი კობახიძე - ჟურნალისტმა ნანა ჟორჟოლიანმა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის დედას სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში გამძლეობა უსურვა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე 

არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება, მაშინ როდესაც ვიღაც კლავს ამერიკელ ცოლ-ქმარს და მის არასრულწლოვან ბავშვს, არც შვილმკვდარი მამების უბედურებით სპეკულირება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის დედას, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში ჟურნალისტმა ნანა ჟორჟოლიანმა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში გამძლეობა უსურვა.

როგორც კობახიძე ამბობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.

„ამას წინათ, გადაცემა იყო „რუსთავი 2“-ზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიაში. ერთ-ერთ აქტივისტსა და ჟურნალისტს, ნანა ჟორჟოლიანს მიჰყავდა გადაცემა და მან მოიწვია ეთერში ერთ-ერთი ბრალდებულის დედა. საქმე ეხება ამერიკელების მკვლელობას. სამი ადამიანი, ბავშვი და ცოლ-ქმარი მოკლეს ხადას ხეობაში. ნანა ჟორჟოლიანს ჰყავდა მიწვეული ბრალდებულის დედა და დასასრულს, მან ბრალდებულის დედას გამძლეობა უსურვა სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლაში. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. არ შეიძლება ყველაფრით სპეკულირება, არ შეიძლება სპეკულირება, მაშინ როდესაც ვიღაც კლავს ამერიკელ ცოლ-ქმარს და მის არასრულწლოვან ბავშვს. არ შეიძლება სპეკულირება შვილმკვდარი მამების უბედურებით. ეს არის უბედური სახე „ნაციონალური მოძრაობის“. არ მინდა მომავალში ამ სახის წარმოდგენაც კი. ეს არის ნანა ჟორჟოლიანის და „ნაციონალური მოძრაობის“ სახე და მინდა, ძალიან კარგად ჩაიხედოთ სარკეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.