ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მილოცვაში პარლამენტის თავმჯდომარე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„პროფესიულ დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს, მომავალ ჟურნალისტებს და სრულიად საზოგადოებას.

თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განუზომელია. ჟურნალისტის პროფესია არის საპატიო, გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი და იგი ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტურ უფლებას – სიტყვის თავისუფლებას და ხალხს ემსახურება.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მედიის თითოეულ წარმომადგენელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუდასტურებ პატივისცემას და მზადყოფნას თანამშრომლობისთვის“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა.