ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 პროცენტამდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას
ირაკლი კობახიძე - დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 პროცენტამდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 15 პროცენტამდე ჩამოვიდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივაზე, სადაც ელისაშვილმა აღნიშნა, რომ „ლელოს“, გახარიას პარტიას, „გირჩს“, ანა დოლიძესა და კიდევ რამდენიმე უპარტიო ადამიანს გაერთიანების გზებზე საუბარს სთავაზობს.

როგორც პრემიერმა განაცხადა, დღევანდელი მდგომარეობით „ქართული ოცნება“ იღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

„დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ 15 პროცენტამდე ჩამოვიდა, მანამდე 18 ჰქონდათ და ახლა 15 პროცენტს ჩამოსცდა. სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ საპარლამენტო არჩევნებამდე. შვიდი თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს, ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.