ირაკლი კობახიძე – დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად სუსტი და სახელმწიფო ბევრად ძლიერი, შესაბამისად, რამდენიმე წლის წინ რაც მოხდა ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ

12:37, 17.09.2026

იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი, საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა.

„მინდა, შეგახსენოთ კონტექსტი. ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე წლის წინ. იყო პირდაპირი საბოტაჟი, ეწყობოდა აქციები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ამას შემდეგ მოჰყვა გადაწყვეტილების მიღება ჰესის არაშენებასთან დაკავშირებით. კონტექსტს შეგახსენებთ, მაშინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო იყო ბევრად უფრო სუსტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად განსხვავებული. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა. დღეს უკვე აგენტურა არის ბევრად უფრო დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო – ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც განვითარდა რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურის ინიციატივით, ვეღარ განვითარდება დღეს. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რაც მოხდა, თუმცა ეს არის მოცემულობა. სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა. კიდევ ერთხელ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩართული იყო, მათ შორის, კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არაერთი „ენჯეო“ ამ პროტესტში. ვინ აფინანსებდა ამ „ენჯეოებს“, ძალიან კარგად იცით. აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ვისაც ვეძახით ჩვენ „დიფ სთეითს“, გლობალურ ომის პარტიას, ზუსტად ეს წყაროები იდგა კონკრეტული „ენჯეოების“ და სხვა ძალების უკან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი