ირაკლი კობახიძე – დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული
დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტეს შინდისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეთი გმირობის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდონ.
„ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა, მათ მშობლებს, ოჯახების წევრებს გადავუხადო მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. მათი გმირობა არის და იქნება სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.