ირაკლი კობახიძე - დღეს მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება​
ირაკლი კობახიძე - დღეს მნიშვნელოვანი იყო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება​

დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება​, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრჩევლებს.

„მადლობა ქართველ ხალხს, რომლებმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთეს პრინციპული არჩევანი, რომლითაც უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას ყველამ და მხარი დაუჭირა კიდევ ერთხელ ჩვენ პოლიტიკურ ძალას. დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ჩვენ ბოლომდე მივიყვანეთ გამარჯვება. კახა კალაძეს ვულოცავთ გამარჯვებას და ვულოცავ 19-ვე კანდიდატს, რომლებმაც მოიგეს ეს არჩევნები. მადლობა თქვენ“, – განაცხადა კობახიძემ.

დატოვე კომენტარი