ირაკლი კობახიძე - დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, გახარიას პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენლობასაც პარლამენტში შეუწყდეს მანდატები
ირაკლი კობახიძე - დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, გახარიას პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენლობასაც პარლამენტში შეუწყდეს მანდატები

მანდატების შეწყვეტას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილია საქართველოს პარლამენტში, ზოგადად, არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არაა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში ექსკლუზიურად ის ადამიანები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, ვინც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

„საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ წარმოდგენილნი ექსკლუზიურად ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ გახარიას პარტიასაც შეუწყდეს მანდატები, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, ერთი – თუ ამ სესიის განმავლობაში გააცდენენ სხდომებს; და მეორე – თუ დაწერენ განცხადებას. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის ამ პოლიტიკურ პარტიასაც, ანუ „ნაცმოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები“, – განაცხადა პრემიერმა.