ირაკლი კობახიძე – დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა და შემდეგ გადავხედავთ მილოცვის საკითხს

21:05, 29.09.2025

ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვჭირდება მილოცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კერძოდ, აპირებს თუ არა მაია სანდუსთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას.

მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტია დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან.

„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, მის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი