ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით ინტენსიური წინსვლა გვექნება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით ინტენსიური წინსვლა გვექნება

დარწმუნებული ვართ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან ინტენსიური წინსვლა გვექნება. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებაზე, რომ ღია კარის პოლიტიკაზე ნატო-ში დისკუსია ნამდვილად აქტიურად მიმდინარეობს.

„დასავლური ინტეგრაცია, მათ შორის ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი, მაქსიმუმი გაკეთდება. კონსულტაციები გვექნება თანამშრომლობის ყველა ფორმატზე.

დარწმუნებული ვართ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით ძალიან ინტენსიური წინსვლა გვექნება. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.