ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიში იქნება ისეთივე პოზიტიური, როგორიც არის დასკვნის პროექტი
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვართ, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიში იქნება ისეთივე პოზიტიური, როგორიც არის დასკვნის პროექტი

დარწმუნებული ვართ, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ანგარიში იქნება პოზიტიური, როგორიც არის დასკვნის პროექტი ამ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა ხედვას იმ რეალობასა და პროგრესს, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა და, რომელსაც საქართველომ მიაღწია 2012 წლის შემდეგ.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით პოზიტიურ დასკვნას. დარწმუნებული ვართ, რომ დასკვნა იქნება პოზიტიური. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ყველა პარტიასთან, რომელიც არის წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე. ყველასთან ვიმუშავებთ და ეს მუშაობა ასახული იქნება ყველა დოკუმენტში. მთავარია ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება კი, საუბრობს იმაზე, რომ 2012 წლიდან გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ვერანაირი მუშაობა ვერ უშველის იმას, რაც არის ჭეშმარიტება და ეს იქნება დასკვნაში ასახული“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.