ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ გერმანიის ინტერესი უფრო გაიზრდება, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს მიმართ გერმანიის ინტერესი უფრო გაიზრდება, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას

დარწმუნებული ვარ, გერმანიის ინტერესი საქართველოს მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, სწორედ გერმანიაში მიიღებს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას და ჩვენს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია.

„მინდა, ბატონ ფედერალურ კანცლერს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და, ბატონო ფედერალურო კანცლერო, საპასუხო ვიზიტით გეპატიჟებით საქართველოში“, – აღნიშნა პრემიერმა.