ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ლარის კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ლარის კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

ირაკლი კობახიძე დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს კარგი არ არის.

„დამატებითი ინფორმაციის მიღება დაგვჭირდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობისგან, რის შემდეგ შეიძლება კონკრეტული კომენტარის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კურსის სტაბილურობა იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა კობახიძემ.