ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის დავით გარეჯის საკითხზე გამოსავალი მოიძებნება
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის დავით გარეჯის საკითხზე გამოსავალი მოიძებნება

დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტარისას განაცხადა.

„სამწუხაროა ის, რაც ხდება დავით გარეჯის გარშემო. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან ერთად გამოსავლის მოძებნას. ამ შემთხვევაში საჭიროა მოლაპარაკებები, საჭიროა საუბარი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსავალი მოიძებნება.

ჩვენ, მათ შორის პარლამენტიც, აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ ყველაფერში. დარწმუნებული ვარ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.