ირაკლი კობახიძე დანიის მეფისა და დედოფლის მიერ EPC-ის სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ მიღებას ესწრება [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის მეფის, ფრედერიკ X-ისა და დედოფლის მიერ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის მონაწილეთა პატივსაცემად გამართულ მიღებას ესწრება.
სამიტის მონაწილეთა შორის არიან 47 სახელმწიფოს პირველი პირები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში დღეს გაემგზავრა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების, სტაბილურობის გაძლიერებაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.