ირაკლი კობახიძე - დაახლოებით ორი კვირაა, რაც ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს, ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა
დაახლოებით ორი კვირაა, ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია აშშ-ში, იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ დასტურს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვინაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ პროცედურას, სტანდარტულად, ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი სჭირდება.
„აშშ-ში ჩვენი ელჩის კანდიდატურა გაგზავნილია, დაახლოებით, ორი კვირაა. ოფიციალური დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით. პროცედურას, სტანდარტულად, სჭირდება ხოლმე ორი კვირიდან ორ თვემდე პერიოდი. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ არ გაიწელება ეს პროცესი და მალე მივიღებთ დასტურს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ჩვენი ელჩის ვინაობაც“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.