ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო.
კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.
სამიტის გახსნამდე კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.