ირაკლი კობახიძე – ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს, მისი ბოლო განცხადებები შეგვახსენებს, რომ აგენტურა არ უნდა მართავდეს ქვეყანას

16:31, 03.08.2026

ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს. ასეთი არაჯანსაღი ადამიანი გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ქვეყანას.

„ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი მდგომარეობა. დღითი დღე კიდევ უფრო მეტად ავლენს ეს ადამიანი იმას, რომ თავის დროზე, ცხრა წლის განმავლობაში არაჯანსაღ ადამიანს ებარა ამ ქვეყნის სადავეები. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ასეთი არაჯანსაღი ადამიანი ჩვენ გარედან დაგვისვეს საქართველოს პრეზიდენტად, ხელისუფლების ლიდერად, რაზეც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს დასკვნები. საზოგადოებას ისედაც არ უჭირს დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ არავითარ შემთხვევაში აგენტურა არ უნდა მართავდეს ჩვენს ქვეყანას. ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „დავინახე ოდისევსის ღრმა შინაარსი, პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, მისი ხელის მთხოვნელები – „ოპოზიციონერები“, პენელოპას მე უფრო შევესაბამები, ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ამას შეეწიროს“.

მსგავსი