ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ამ პრინციპებით ვიმუშავებთ უმრავლესობის შიგნით
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ამ პრინციპებით ვიმუშავებთ უმრავლესობის შიგნით

მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, გუნდის ერთიანობის შენარჩუნება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „პირისპირ“, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გუნდის ერთიანობის შენარჩუნება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავარია სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა და უმრავლესობა ამ პრინციპით იმუშავებს.

„ჩვენთვის მთავარია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, მთავარია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს ეფექტიანობა. ამ პრინციპებით ვიმუშავებთ უმრავლესობის შიგნით, როცა გაიმართება შეკრებები. მთავარია, ყველამ ვიმსჯელოთ ლოგიკურად, რაციონალურად და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება გუნდის ერთიანობის შენარჩუნება – ეს არის ჩვენი სულისკვეთება. ვცდილობთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ერთიანობა და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.