ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი, ვაფრთხილებთ რადიკალებს, ნებისმიერი დაშანაულის მცდელობა უმკაცრესად დაისჯება
ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განიხილეს ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი, ვაფრთხილებთ რადიკალებს, ნებისმიერი დაშანაულის მცდელობა უმკაცრესად დაისჯება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია.

მისივე თქმით, მათთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც.

„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილეკენ, რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, ნებისმიერი დაშანაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას მოწამვლის გეგმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მათ გაუთქმელობის პირობით მიაწოდეს.

„ჩვენი ინფორმაციით, რაც მოგვეწოდა გაუთქმელობის პირობით, შედგა გარკვეული თათბირი, დაახლოებით 10-კაციანი თათბირი, სადაც განიხილეს სერიოზულად ეს საკითხი. ვაფრთხილებთ მკაცრად ყველას, ხელი აიღონ ასეთ გეგმაზე, ნებისმიერ მცდელობაზე ისინი მიიღებენ უმკაცრეს პასუხს, ეს არის ჩვენი პირობა მათ მიმართ. დანარჩენ დეტალებზე შეიძლება, მოგვიანებით გახდეს ცნობილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.