ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს გამარჯვების არავითარი შანსი, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ ის საბოლოოდ დავასრულოთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენს ქვეყანაში ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს გამარჯვების არავითარი შანსი, ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ ის საბოლოოდ დავასრულოთ

თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს გამარჯვების არავითარი შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არა მხოლოდ არ გავამარჯვებინოთ, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები არიან მდიდარი „ენჯეოები“ და 4 ცნობილი პარტია და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს.

„თავის დროზე ზუსტად იმავე მეთოდებით მოქმედებდნენ ბოლშევიკები, ეს ხდებოდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ და დღეს ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებს ლიბერალური ფაშიზმი, მათთვის არ არსებობს არც დედა, არც შვილი, არც უფროსი, არც ბავშვი, არც სამშობლო, არც ღმერთი და არც არაფერი. ეს არის ზუსტად იგივე ხელწერა, რაც ჰქონდათ ბოლშევიკებს. თავის დროზე ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს ჩვენს ქვეყანაში, ახლა ლიბერალურ ფაშიზმს არ აქვს გამარჯვების არავითარი შანსი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული მისია, რომ არა მხოლოდ არ გავამარჯვებინოთ ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში, არამედ საბოლოოდ დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ამისათვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის იმ პოლიტიკური პარტიების დასრულება, რომლებიც არიან საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის მთავარი გამავრცელებლები, ეს არის ცნობილი 4 პარტია, ესენი არიან მდიდარი „ენჯეოები“, ისინი ახორციელებენ საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის პროპაგანდას, იმ უმსგავსობის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათ შორის, თბილისის ქუჩებში. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დასრულდეს და ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.