ირაკლი კობახიძე - ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ნათელი და გაცხადებული, ამას ხედავს საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ნათელი და გაცხადებული, ამას ხედავს საზოგადოება

საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებაზე.

კობახიძის თქმით, საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ეს არის ნათელი და არის გაცხადებული. რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენთვის ესეც არის მნიშვნელოვანი. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამას ხედავს საზოგადოება. სხვა თემებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა: „ვხედავთ საქართველოს პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს, მოჰბეზრდათ დასავლური დაპირებები და სურთ ჩვენს ბაზარზე დაბრუნება“.