ირაკლი კობახიძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რაც უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რაც უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურთ

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რაც უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურთ, – ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საუბარია განცხადებაზე, სადაც ოპოზიციონერი გიგი უგულავა ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

კითხვას, როდესაც უგულავა შურისძიებაზე საუბრობს, ხომ არ გამოიწვევს ეს სამოქალაქო დაპირისპირებას, კობახიძემ უპასუხა:

„სამოქალაქო დაპირისპირებაა მათი მიზანი, მაგრამ გიგი უგულავას ან „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი განცხადებები ანგარიშგასაწევი აღარ არის. მათ სისხლისღვრა უნდათ, რაც გუშინ უგულავამ გამოამჟღავნა. მათ უნდათ ეს ომის სახით, სამოქალაქო დაპირისპირების სახით, რასაც ბუნებრივია, ვერ ეღირსებიან. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მოვლენები არ განვითარდეს იმ სცენარით, რაც უგულავასა და „ნაცმოძრაობას“ სურთ. გიგი უგულავას წამოცდება ხოლმე, რაზეც მთელი „ნაცმოძრაობა“ ფიქრობს. სინამდვილეში, ესაა მათი ნაფიქრალი. არა მხოლოდ ნაფიქრალი, არამედ ნამსჯელი. ეს არის მათი განზრახვა. ჩვენ ამას სერიოზულად ვერ მივიღებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოში ასეთი სცენარები არ განვითარდეს. გპირდებით, რომ არ განვითარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.