ირაკლი კობახიძე - ჩვენი პარტიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობის მუშაობაში, ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის საკითხზე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პარტიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობის მუშაობაში, ყველა შეხვედრაზე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ კანდიდატის სტატუსის საკითხზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დელეგაცია ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) ყრილობის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

კობახიძის თქმით, აღნიშნულ ფორმატს გამოიყენებენ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად და ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა შეხვედრის დრო ამ თემაზე განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს.

„ჩვენი პარტიის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობის მუშაობაში. ამ ფორმატს რა თქმა უნდა გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გავაღრმაოთ ორმხრივი ურთიერთობებიც ჩვენს პარტნიორებთან სხვადასხვა ქვეყნიდან. შედგება შეხვედრები მათ შორის გერმანიის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორმატი როგორც პარტიული კუთხით, ისე ჩვენი ქვეყნის ინტერესების უფრო მყარად რეალიზებისთვის. ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება კანდიდატის სტატუსის მიღება. ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა. განსაკუთრებით, გერმანელების როლი არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყველა შეხვედრის დროს ამ თემაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.