ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ბევრი სხვა უბედურების გარდა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ბევრი სხვა უბედურების გარდა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ბევრი სხვა უბედურების გარდა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ არსებობს ეროვნული ინტერესები და წითელი ხაზები.

„ჩვენი ოპონენტები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, გარდა ბევრი სხვა უბედურებისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი იქნებოდა მათ შორის ბელარუსის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. იმ რიტორიკით, რა რიტორიკითაც ისინი დღეს მოქმედებენ, ყველანაირ უბედურებას დამართებდნენ ამ ქვეყანას. კრიტიკას როცა ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ოპოზიციის ფუნქცია არის კრიტიკა, მაგრამ სადღაც არსებობს ეროვნული ინტერესები და სადღაც არსებობს ამ კუთხით წითელი ხაზები, მათთვის არავითარი წითელი ხაზი არ არსებობს – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.