ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯის საქმის მსგავსი დანაშაული დაბალ დონეზე არ იგეგმება
ირაკლი კობახიძე - დავით გარეჯის საქმის მსგავსი დანაშაული დაბალ დონეზე არ იგეგმება

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავით გარეჯის საქმეზე ვისი ბრალეულობაც ფიგურირებს, გამოიკვეთოს, იქნება ეს დაბალ, საშუალო თუ მაღალ დონეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „მსგავსი ტიპის დანაშაული, როგორც წესი, დაბალ დონეზე არ იგეგმება“.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი და ყველას ბრალეულობა, ვისი ბრალეულობაც ფიგურირებს, უნდა გამოიკვეთოს, იქნება ეს დაბალ დონეზე, საშუალო დონეზე თუ მაღალ დონეზე. ჩვენ გვესმის, რომ ასეთი ტიპის დანაშაულები, როგორც წესი, დაბალ დონეზე ვერ იგეგმება და ვერ სრულდება, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ გვახსოვს ძალიან საეჭვო განცხადებები მაღალი ტრიბუნებიდან, ესენი იყვნენ, მაგალითად, მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ის, თუ რა იდგა ასეთი საეჭვო განცხადებების უკან თავის დროზე“, – განაცხადა კობახიძემ.