ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდები მაქსიმალურად მოერიდონ ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, სადაც ლიბერალური ფაშიზმის ხაზია გატარებული
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდები მაქსიმალურად მოერიდონ ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, სადაც ლიბერალური ფაშიზმის ხაზია გატარებული

ლიბერალურო ფაშიზმის იდეოლოგიით ბავშვების ტვინის მოწამვლა მიუღებელია და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც „ფრანკლინის კლუბთან“ დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, „ახალგაზრდები მაქსიმალურად მოერიდონ ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, სადაც ლიბერალური ფაშიზმის ხაზია გატარებული“.

„აქ ხდება ისეთი ახალგაზრდების თავმოყრა, რომლებიც არიან როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები, არასრულწლოვანები, რაც შემაშფოთებელია. ამასთან დაკავშირებით დღეს გვინდოდა ამ ბავშვების ინფორმირება, მათი მშობლების ინფორმირებაც. ლიბერალურ ფაშიზმზე როდესაც ვსაუბრობთ, სწორედ ეს იდეოლოგია არის გატარებული ფრანკლინის კლუბში ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა რეაქციონერი ნაციონალი პოლიტიკოსების მხრიდან, მათ შორის ხსენებული ორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ყველაფერთან დაკავშირებით ამ ბავშვების მშობლების ყურადღებაც გავამახვილოთ. ლიბერალურო ფაშიზმის იდეოლოგიით ბავშვების ტვინის მოწამვლა მიუღებელია და ამას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. საზოგადოებამ იცის, რეალურად, ვინ განეკუთვნება ამა თუ იმ ექსტრემისტულ პოლიტიკურ დაჯგუფებას. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მაქსიმალურად მოერიდონ ისეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს, სადაც ლიბერალური ფაშიზმის ხაზია გატარებული. ეს არის ერთადერთი ამოცანა. ვფიქრობ, მშობლებმა ამაზე სათანადო ყურადღება უნდა გაამახვილონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.