ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქმედით ნაბიჯებს ვიხილავთ
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქმედით ნაბიჯებს ვიხილავთ

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტური ღიაობა, მზადყოფნაა ურთიერთობების გადატვირთვისთვის.

„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ამასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება. ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით – არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზადყოფნა ამისათვის და, იმედი გვაქვს, ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.