ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის, რასაც იღებენ სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი შესრულდება ერთ წელიწადში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლება სტუდენტებისთვის, რასაც იღებენ სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი შესრულდება ერთ წელიწადში

ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  რომ გეგმის პირველი ნაწილი შესრულდება უკვე ერთ წელიწადში.

„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურული ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით სამი-ოთხი წელიწადი“, – განაცხადა პრემიერმა.