ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მივიღოთ უფრო ეფექტიანი სამთავრობო სისტემა
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მიზანია, მივიღოთ უფრო ეფექტიანი სამთავრობო სისტემა

ჩვენი მიზანია, მივიღოთ უფრო ეფექტიანი სამთავრობო სისტემა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერის მიერ წარდგენილი ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ინიციატივის განხილვას საკანონმდებლო ორგანო სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყებს.

„როგორც ვიცით, უკვე წარმოდგენილია შესაბამისი ინიციატივა საქართველოს მთავრობის მხრიდან. ჩვენ სავარაუდოდ უკვე მომავალ კვირაში დავიწყებთ ამ ინიციატივის განხილვას. მიზანი ვიცით, რაც არის. მიზანი არის წარდგენილი თავად პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს მიზანია, მივიღოთ უფრო მეტად მოქნილი, უფრო ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურა და სამთავრობო სისტემა და ზუსტად ამ კრიტერიუმების საფუძველზე განვიხილავთ ჩვენ პრემიერის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.